„საქართველო არასდროს არ იტყვის ევროპაზე, ევროკავშირზე უარს. ჩვენ ყველა ამ ბრძოლას მშვიდად, წყნარად მივიყვანთ გამარჯვებამდე და ვწუხვარ იმათ გამო, ვინც ახლა ხელისუფლებაშია, რადგან ხელს აწერენ ისეთ რამეს, რაც არ გამოადგება მომავალ თაობას. ისტორიაში ძალიან მძიმედ აისახება მათთვის.“- განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა რუსთააველზე გამართულ აქციაზე

"არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილს დეპუტატები გამოკეტილი ჰყავდეს პარლამენტში, რადგან დამცირების ყველა ფორმა აქვს გამოყენებული მათ მიმართაც და ფიქრობს, რომ ასე ცინიზმით მოექცევა საქართველოს მოქალაქეებსაც. დღევანდელი ბრიფინგები რას ეძღვნებოდა, რომ ბრუტალურები ვიქნებითო, დაგიჭერთო. გაიხსენეთ ერთი კანონი, რომელიც ემსახურებოდა ხალხის კეთილდღეობას და უთქვამთ, რომ გადასახადები უნდა შემცირდეს, ამიტომ ამ კანონს მივიღებთ ისე, რომ თქვენ არ დაგიჭერთ ყველას.

ახლა კანონს იღებენ, რომლის გამოც ასი ათასობით ადამიანი ამბობს, რომ არ გვინდა. კიდევ ერთხელ ვთავაზობ ხელისუფლებას, ხუთი თვე არის დარჩენილი არჩევნებამდე და გაიტანონ ეს კანონი, თუ ამას მარცხად მიიღებთ, ჩვენ დაგეხმარებით, რომ არ მიიღოთ, ოღონდ ხალხს თავ-პირს ნუ დაალეწავთ და თუ ამას არ აკეთებთ და ჩვენ ვამბობთ, რომ ეს კრემლიდან არის დავალებული, რადგან ერთდროულად ოკუპირებულ აფხაზეთშიც იგივე კანონის მიღება დაავალა კრემლმა, ერთ კვირაში შემოდის საქართველოში და პრორუსულ ქვეყნებში ერთდროულად დაიწყო რუსული კანონის მიღების პროცესები და ეს ხომ დამთხვევა არ არის?! ამიტომ ვამბობთ, რომ ეს არის კრემლიდან დავალებული. საქართველო არასდროს არ იტყვის ევროპაზე უარს, არასოდეს არ იტყვიან ევროკავშირის წევრობაზე უარს, გამარჯვება არის ძალიან ახლოს. ჩვენ ყველა ამ ბრძოლას მშვიდად, წყნარად მივიყვანთ გამარჯვებამდე და ვწუხვარ იმათ გამო, ვინც ახლა ხელისუფლებაშია, რადგან ხელს აწერენ ისეთ რამეს, რაც არ გამოადგება მომავალ თაობას. ისტორიაში ძალიან მძიმედ აისახება მათთვის.“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერის თქმით, ხვალ და ზეგ საქართველოს პარლამენტი გეგმავს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას მესამე მოსმენით - გადაწყვეტილებები მიიღება ხალხის უმრავლესობის ინტერესების შესაბამისად

 პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

ვენეციის კომისია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტზე დასკვნას საქართველოს პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილებამდე გამოაქვეყნებს

შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა  ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. -  ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ

ასევე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ამბიციებს - რა წერია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში

საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები

 საქართველოს პარლამენტმა  პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღ

2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..

2024 წლის 3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც,  საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება