ქრისტეს აღდგომას გილოცავთ, სიყვარულმა დაისადგუროს ყველას გულებში. ერთდროულად გულისამაჩუყებელი და საამაყოა ჩვენი ლამაზი ახალგაზრდების ყურება აღდგომის ღამეს, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოს საუკეთესო დღეები წინ არის და ამისთვის დაუღალავი ბრძოლაა საჭირო.

„ქრისტეს აღდგომას გილოცავთ სიყვარულმა დაისადგუროს ყველას გულებში. ერთდროულად გულისამაჩუყებელი და საამაყოა ჩვენი ლამაზი ახალგაზრდების ყურება აღდგომის ღამეს. საკუთარ სამშობლოზე, სახელმწიფოზე უზომოდ შეყვარებული პატრიოტები, საქართველოს მცველები. გილოცავთ, ჩემო ძვირფასო ადამიანებო და მინდა გაგიზიაროთ ულევი სიყვარული. მნიშვნელოვანი დროება უდგას ჩვენს ქვეყანას და მხოლოდ ერთად ყოფნით, ხელჩაკიდებულები, მეტი პოზიტივითა და სიყვარულით შევძლებთ ბოროტების დამარცხებას. საქართველოს საუკეთესო დღეები წინ არის და ამისთვის დაუღალავი ბრძოლაა საჭირო. ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად ! ღმერთმა დალოცოს საქართველო”, - წერს ლევან ხაბეიშვილი.