„თუ ვინმე არის რამის ორგანიზატორი და თუ ვინმეს თავში რაიმე ნაგავი იხარშება, ეს არის კობახიძე, ივანიშვილი და ის რეჟიმი, რომელიც 12 წელია მართავს ქვეყანას. ეს ხელისუფლება წამსვლელია აბსოლუტურად ყველაფერზე.“ -  ამის შესახებ  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

"ხელისუფლება რის ყველაფერზე წამსვლელი და მინდა თქვენს მედიასაც ვუთხრა, რომელიც ტირაჟირებთ ხელისუფლების პროპაგანდას - ქვეყანაში სტაბილურობაც შედარებით იყო, საარჩევნო კამპანიისთვისაც ვემზადებოდით, ფასებზე ვსაუბრობდით, ეკონომიკაზე, ემიგრაციაზე ვსაუბრობდით და შემოიტანეს კანონი, რომელიც დედამიწაზე არვის არ სჭირდება.

თქვენი ეთერის მეშვეობით კიდევ მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ გაიწვიონ ეს კანონი, მშვიდად, წყნარად მივიდეთ არჩევნებამდე და ხალხმა გადაწყვიტოს ვის როგორი კანონი სურს. თქვენ საუბრობთ სცენარებზე, მაგრამ სცენარი წინასწარ აქვთ დაწერილი ივანიშვილს, კობახიძეს და თუ არ აქვთ, მაშინ ხუთი თვე მოითმინონ და ხალხს მისცენ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. უნდა გესმოდეთ, რომ თუ ვინმე არის რამის ორგანიზატორი და თუ ვინმეს თავში რაიმე ნაგავი იხარშება, ეს არის კობახიძე, ივანიშვილი და ის რეჟიმი, რომელიც 12 წელია მართავს ქვეყანას.“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა