"თავისუფლების მარში"- თბილისში რესპუბლიკის მოედნიდან საკანონმდებლო ორგანომდე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიციირებულ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მოწინააღმდეგეები საპროტესტო მსვლელობა დაიწყო.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს 15 აპრილის სხდომაზე განიხილავს.
როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"-ს წარმომადგენელი ეკა გიგაური აცხადებს, არასამთავრობო ორგანიზაციები გამჭვირვალობას არ ერიდებიან
"კანონი არის რუსული, მაგრამ გამჭვირვალობას არ ვერიდებით. ვნახოთ მერე რა იქნება, სხვა ქვეყნებში მტერი არის რუსეთი და ჩინეთი, ჩვენთან მტერი არის, როგორც ჩანს ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა." - განაცხადა ეკა გიგაურმა მედიასთან.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს 15 აპრილის სხდომაზე განიხილავს.
ფოტო "მთავარი არხი"