პარლამენტი არ არის ვალდებული, თითოეულის ეგო დააკმაყოფილოს, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„იქნება მუშაობა ძირითადად კომიტეტებში. ჩვენი პარლამენტის რეგლამენტიდან გამომდინარე კომიტეტების მუშაობა არის ღია. თუ ყველას სჭირდება თავისი ეგოს განსაკუთრებული აღნიშვნა, ეს არ არის სწორი მიდგომა, მე მგონი და პარლამენტი არ არის ვალდებული, თითოეულის ეგო დააკმაყოფილოს. თუ უნდათ, რომ გარკვეულად ეს პროცესი, რაც საქართველოში მიმდინარეობს, მათი დონორების თვალში კვლავ დამაზიანებელი ფორმით წარმოაჩინონ, ეს მათ საქმიანობაში, სამწუხაროდ, არახალია“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისათვის: 10-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება შალვა პაპუაშვილის სახელზე უკვე შეიტანა. მმართველი გუნდის შეფასებით, 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში მათ არაფერი გაუკეთებიათ, ხელის შეშლის გარდა