მელია იქნება ეს, ხატია დეკანოიძე, რომან გოცირიძე, „ლელო“ თუ ნიკა გვარამია, ეს ყველაფერი არის „ნაციონალური მოძრაობა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

"დაშლილი „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა და სხვა წევრები და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულები რაღაც ახალი კონფიგურაციის მოძებნას შეიძლება ფიქრობდნენ, თუმცა, რაიმე თვისობრივი სიახლე ეს არ არის, რადგან მელია იქნება ეს, ხატია დეკანოიძე, რომან გოცირიძე, „ლელო“ თუ ნიკა გვარამია, ეს ყველაფერი არის ნაციონალური მოძრაობა“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

2024 წლის არჩევნებისთვის ოპოზიციის მთავარ გეგმად კვლავ გაერთიანება რჩება. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, გეგმის ირგვლივ კონსულტაციები უკვე დაწყებულია.