საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს: 

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ, საფეხბურთო კლუბებსა და პარტნიორ ორგანიზაციებთან კონსულტაციის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გამოცხადებულ გლოვის დღეებთან დაკავშირებით, 23 მარტამდე დაგეგმილი ყველა საფეხბურთო ღონისძიება დროებით შეჩერებულია.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, სფფ-ის ეგიდით მიმდინარე ჩემპიონატებში ამ პერიოდში დაგეგმილი ყველა მატჩი გადაიდო. მათი ჩატარების განახლებული თარიღები მოგვიანებით გამოცხადდება.

საფეხბურთო ოჯახის სახელით, კიდევ ერთხელ ვუთანაგრძობთ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას და სრულიად საქართველოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.