ავსტრიის ბუნდესლიგაში ტურის ინგლისის პრემიერლიგაში კი 30-ე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ლივერპულში „ტოტენჰემმა“ ყველა ტურნირში ზედიზედ ექვსი წაგების შემდეგ ბოლო წუთზე გაათანაბრა ანგარიში და „ლივერპული“ საპრიზო სამეულს დააშორა.

გიორგი მამარდაშვილს არ უთამაშია.

„ლივერპული“ - „ტოტენჰემი“ 1:1(1:0)
გოლები: 18' დომინიკ სობოსლაი 1:0, 90' რიჩარლისონი 1:1




ავსტრიის ბუნდესლიგის 23-ე ტურის მატჩში გრაცის შტურმმა“ ვენაში „აუსტრია“ დაამარცხა და ერთპიროვნულად გალიდერდა.

ოთარ კიტეიშვილმა (flashscore - 9,4) დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო. იგი 72-ე წუთზე შეცვალეს. 

მიმდინარე ჩემპიონატში  გატანილი12 გატანილი გოლით ოთარ კიტეიშვილი ბომბარდირთა სიის სათავეშია.

„შტურმის“ რიგებში 63-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა გიზო მამაგეიშვილი (flashscore - 6,9)  

„აუსტრია“ - „შტურმი“ 2:5(1:2)
გოლები: 1' მატეო შაბლასი 1:0, 6' ფილიპ როზგა 1:1, 45+1' ოთარ კიტეიშვილი 1:2, 55' ოთარ კიტეიშვილი, თერთმეტმეტრიანიდან 1:3, 60' რაიან ფოსო 1:4, 67' ალექსანდარ დრაგოვიჩი, საკუთარ კარში 1:5, 84' მანფრედ ფიშერი 2:5
გაძევება: 55' ტინ პლავოტიჩი („აუსტრია“, მეორე ყვითელი), 74' პაულ კოლერი („შტურმი“, წითელი ბარათი)


შენიშნავნა: პირველი ეტაპის შემდეგ გუნდებს დაგროვილი ქულები გაუნახევრდათ