ასეთი გადაწყვეტილება აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ მაროკოს ფეხბურთის ფედერაციის სააპელაციო საჩივრის განხილვის შემდეგ მიიღო.

18 იანვარს, აფრიკის „ერთა ლიგის“ ფინალური შეხვედრის კომპენსირებულ დროში, სენეგალმა გოლი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა, ისე, რომ მომენტი არც გადაამოწმა, გოლი გააუქმა, შემდეგ, 90+9' წუთზე, სენეგალელთა კარში პენალტი დაინიშნა და სტუმრები მთელი გუნდით მოედნის კიდესთან განლაგდნენ იმის ნიშნად, რომ მოედნის დატოვებისთვის იყვნენ მზად. მალე დატოვეს კიდევაც, თუმცა, 90+23' წუთისთვის მინდორზე დაბრუნდნენ. მაროკოელთა საუკეთესო ბომბარდირმა დარტყმა უაღრესად ცუდად - ცენტრში და არცთუ ძლიერად - შეასრულა და მალე მსაჯმა თამაშის ძირითადი დროის დასრულების ნიშანიც მისცა,

დამატებითი დროის მე-4 წუთზე სენეგალელმა პაპ გეიე გაიტანა გოლი, რომელმაც სენეგალს გამარჯვება მოუტანა. 

მაროკოს ფეხბურთის ფედერაციამ მატჩის დამთავრების შემდეგ  მაროკოს ფეხბურთის ფედერაციამ სააპელაციო საჩივარი შეიტანა, რომელიც აფრიკის ფეხბურთის ფედერაციამ დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ სენეგალის ნაკრების საქციელი რეგულაციების სერიოზულ დარღვევას წარმოადგენდა.

მაროკო აფრიკის „ერთა ლიგის“ 2025 წლის გათამაშების გამარჯვებულად გამოცხადდა