შეწყალება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, თუკი რეალურად მოინანიებს და დაინახავს იმას, რომ არ შეიძლება შენი ქვეყნის პოლიციელი დაწვა, რაც არ უნდა პოლიტიკური მიზნები გამოძრავებდეს, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე საუბრისას განუცხადა.

„პრეზიდენტი თუ დაუბრუნდება იმის აღქმას და გაგებას, რა არის პრეზიდენტის ფუნქცია, იმასაც უნდა დაუფიქრდეს, რომ ასეთ დროს შეწყალება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, როდესაც დანაშაულის ჩამდენი, თუკი სასამართლომ ასეთად ცნო ეს ადამიანი, რეალურად მოინანიებს და დაინახავს იმას, რომ არ შეიძლება შენი ქვეყნის პოლიციელი დაწვა, რაც არ უნდა პოლიტიკური მიზნები გამოძრავებდეს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.