ანიტა და მისი რაზმი მანიპულაციის იმედად არიან დარჩენილი. მათმა მომხრეებმა უნდა გააკეთონ დასკვნა – ისინი ან თუნდაც „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების მიერ არიან მანიპულირებული, ან თავად არიან, ვინც პოლიტიკაში 5 000 ლარს იღებენ და ხალხზე მანიპულირებენ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სოფო ჯაფარიძის იმ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, „კობახიძე და „ქართული ოცნება“ კიდევ ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდნონ მათივე ყოფილი თანაგუნდელებისგან“.

მისი თქმით, არცერთი შემთხვევა მათ სასარგებლოდ არ მეტყველებს.

„სოფო ჯაფარიძეს „სიურპრიზი“ წამოსცდა თუ გამიზნულად თქვა? მათ პოლიტიკურ მეტყველებაში არ არის რაიმე სიმძიმე, გარდა სიტყვების რახარუხისა. მისი წამოცდენაც სიტყვების რახარუხს მოჰყვა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.