ამ ქვეყნის პოლიტიკა სათამაშო არ არის - ამის შესახებ ლელოს პოლიტსაბჭოს წევრმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქსტატუსს გამოეხმაურა სადაც წერს: „მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ვაპირებ, ძალიან აქტიურად ჩავერთო ქართულ პოლიტიკაში“.
„ამ ქვეყნის პოლიტიკა სათამაშო არ არის. არ არის სათამაშო, რომელზეც იტყვი, რომ დღეს მოქალაქე ვიქნები, ხვალ აღარ ვიქნები - სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მივიღებ და დავკარგავ. ვიტყვი რომ უკრაინელი ვარ, ამ ქვეყნის პოლიტიკაში ან მომავალში ვმონაწილეობ მხოლოდ და საქართველოს პოლიტიკას არ ვეხები, ჯერ ამას ამბობ, მეორე დღეს ამბობ განსხვავებულ პოზიციას, ეს გაუგებარია საერთოდ. ან რა ტიპის თანამონაწილეობაზეა საუბარი, ეს მათი არჩევანია, მათი პარტიის და სააკაშვილი ყოველთვის იყო ჩართული ამ პარტიის მართვაში და არც არავის ჰქონია ილუზია, რომ ამ ყველაფერს თავს გაანებებდა და არ იქნებოდა მთავარი აქტორი ნაციონალურ მოძრაობაში. არა, ის ახლაც ცდილობს. უბრალოდ საჯარო განცხადებები და პირობები უნდობლობას აჩენს,“ - ამბობს კუპრაძე.