ჩაგვაყენონ საქმის კურსში, სად წავიდა დემენცია, სად წავიდა 40 ისეთი დაავადება, რომელსაც სიკვდილამდე მიჰყავდა?“ - ამის შესახებ ლელოს პოლიტსაბჭოს წევრმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ-სტატუსს გამოეხმაურა სადაც წერს: „მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ვაპირებ, ძალიან აქტიურად ჩავერთო ქართულ პოლიტიკაში“.
მე, როგორც ადამიანს და იმ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, რომელმაც ბევრი იმუშავა სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხებზე - ერთ-ერთი პირველი ვიყავით, რომლებიც საპარლამენტო ბოიკოტში გავედით, საერთაშორისო ველზე სააკაშვილის გადარჩენის საკითხს ვაყენებდით, ბოდიში და კეთილი ინებონ და, მაგალითად, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გააკეთონ განცხადება და ჩაგვაყენონ საქმის კურსში, სად წავიდა დემენცია, სად წავიდა 40 ისეთი დაავადება, რომელიც სიკვდილამდე მიჰყავდა? რას აკეთებენ საერთოდ და როგორ გვატყუებენ კოლეგებს?“ - ამბობს ირაკლი კუპრაძე.