ენმ-ს თუ რამის გასაღები უნდა ჰქონდეს, აჯობებს მიხეილ სააკაშვილის საკნის გასაღები ეძებოს - ასე გამოეხმაურა „ლელოს" გენერალური მდივანი, ლევან კუპრაძე ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას, რომ „ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს" და "მათთან უნდა ისაუბროს ყველამ".
„ნაციონალურ მოძრაობას“ ვურჩევდი, რომ ასეთი გონორით ოპოზიციურ პარტიებთან საუბარს თავი დაანებოს მარტივი მიზეზის გამო, რომ დღეს ხელისუფლებაში გვყავს „ქართული ოცნება“ და ნაციონალურ მოძრაობას აქვს უმძიმესი შეცდომები თავის დროზე დაშვებული, ამიტომაც არის მეთერთმეტე წელია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, ამის გააზრება პირველ რიგში ნაციონალურ მოძრაობას მართებს და თუ რამის გასაღები უნდა ჰქონდეს „ნაციონალურ მოძრაობას“, აჯობებს მიხეილ სააკაშვილის საკნის გასაღები ეძებონ, მოიპოვონ და მიხედონ იმ საქმეს, რაც მათ ევალებათ" - ამბობს ირაკლი კუპრაძე.