სიმბოლურია, სწორედ 31 მარტს, დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს, პრეზიდენტმა ყველაფერს დაარქვა საკუთარი სახელი. ზურაბიშვილს გააზრებული აქვს ევროპისკენ მიმავალ გზაზე მთავარი წინაღობის არსებობა, რასაც ,,ქართული ოცნება” ჰქვია, თუმცა საზოგადოება მისგან ელის რეალურ ნაბიჯებს, დაუღალავ შრომას საერთაშორისო პარტნიორებთან - ამის შესახებ “ლელოს” გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე აცხადებს.
"მას აქვს დარჩენილი უმნიშვნელოვანესი ბერკეტი შეწყალების სახით, რისი ამოქმედებაც გზას გაუხსნის საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
“ლელოს” და ქ.ნ პრეზიდენტის ხედვები პირველად გადაიკვეთა ასე ცხადად.
მზად ვართ, სალომე ზურაბიშვილთან ვითანამშრომლოთ დემოკრატიული ღირებულებების და ევროპული გზის დასაცავად. - აცხადებს ირაკლი კუპრაძე.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტში ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა.