ჩვენ ვხედავთ უპრეცედენტო ძალადობის ფაქტებს პარლამენტის შენობასთან. ვხედავთ წარმოუ,დგენელ ფიზიკურ ანგარიშსწორებას მოქალაქეებზე, რომლებიც უბრალოდ სვამენ შეკითხვას შს მინისტრის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება ხელისუფლების მხრიდან, პოლიტიკური დავალება, რომელზედაც პასუხისმგებელია გომელაური, ივანიშვილი და ხელისუფლება სრულად. - ამის შესახებ "ლელოს" გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
"ერთადერთი რამ, რაც დარჩენია დღეს ხელისუფლებას, არის ის, რომ ფიზიკურად იძალადოს თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებაზე. ამით ვერავის შეაშინებენ! გუშინაც ძალიან მრავალრიცხოვანი აქცია ვიხილეთ, დღესაც 10 ათასობით საქართველოს მოქალაქემ და ახალგაზრდამ გაათენა ღამე საქართველოსთვის, იმიტომ რომ გათენდეს დილა ევროკავშირში და ეს არის ერთადერთი მიზანი.
მოგმართავთ თქვენ, პოლიციელებო და რობოკოპებო, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ასრულებთ დავალებებს ზემდგომების მხრიდან, ზემდგომები დაისჯებიან, მაგრამ დაისჯებით თქვენც! მოხდება თითოეული თქვენგანის იდენტიფიცირება იმ უკანონო დავალებების შესრულებისთვის და აუცილებლად, თითოეული თქვენგანი აგებთ პასუხს!
რაც შეეხება სახალხო დამცველს, სახალხო დამცველი არის "ოცნების" მაშველი რგოლი, რომელიც ყოველთვის დაგვიანებით შუაშისტურ განცხადებებს აკეთებს და მაშინ, როცა 10 „რობოკოპი“ ერთ ადამიანს ურტყამს, ფიზიკურად უსწორდება, ფეხებით თელავენ წაქცეულ ადამიანს, საუბრობს ორმხრივ პასუხისმგებლობაზე
მსგავსი სახალხო დამცველი ამ ქვეყანას არც ერთი ხელისუფლების დროს ჰყოლია. ეს ბოლო პერიოდი, კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს, რომ სახალხო დამცველი არ არის სახალხო დამცველი, ის არის ხელისუფლების დამცველი და ხელისუფლების ინტერესების გამტარებელი. ყველა „რობოკოპი“, პოლიციელი, მაღალი თანამდებობის პირი თუ ე.წ სახალხო დამცველი, აგებს პასუხს, ზოგი სამართლებრივად, ზოგი მორალურ და ზოგიც პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებს.
ჩვენი სახელმწიფოს უბედურება იყო ის, რომ ყოველთვის, როცა ამ ქვეყანაში ხელისუფლებები იცვლებოდნენ, ფიქრობდნენ იმაზე რომ არ მოეთხოვებოდათ პასუხი წარსულისთვის. ასე აღარ უნდა მოხდეს! ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში ყველამ უნდა აგოს თავისი დანაშაულებისთვის პასუხი." - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ცნობისთვის, საპროტესტო აქციის ფონზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა და მას მხარი დაუჭირა.
საპროტესტო აქცია "არა რუსულ კანონს" მონაწილეები პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან ამ დრომდე რჩებიან - ადგილზე სამართალდამცველები არიან
ცნობისთვის, პრეზიდენტმა განაცხადა: 1 ნოემბრისთვის გადაიტანეთ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"კანონის ამოქმედების ვადა - არჩევნების მერე, ვინც მოვა ხელისუფლებაში, ის გადაწყვეტს, ეს კანონი რუსულია, თუ რაიმე სხვა კანონის გადამღერება
ასევე, პრემიერის თქმით, ხვალ და ზეგ საქართველოს პარლამენტი გეგმავს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას მესამე მოსმენით - გადაწყვეტილებები მიიღება ხალხის უმრავლესობის ინტერესების შესაბამისად
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო
შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ
საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღო
2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება