მსგავსი სისასტიკის დარბევა არ მახსოვს, ადამიანს, რომელიც 2012 წლამდეც და მის შემდეგაც აქციებზე ვდგავარ, - ამის შესახებ „ლელოს“ გენერალური მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„იმ ადამიანებს, რომლებიც ამ დღეებში საქართველოს პარლამენტთან იდგნენ და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს იცავდნენ, ვერ შეაშინებენ. მე მსგავსი სისასტიკის დარბევა არ მახსოვს - ადამიანს, რომელიც 2012 წლამდეც და მის შემდეგაც აქციებზე ვდგავარ. ეს სასტიკი დარბევა იყო, ადამიანის მისაშველებლად მივედი, რომელსაც ძირს დაგდებულს ურტყამდნენ და ამ დროს უმიზეზოდ დამაკავეს. სასტიკი მოპყრობა, ცემა, სახეში რტყმა - ეს უმძიმესი დანაშაული იყო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ჩაიდინა. ეს არის შეტევა საქართველოს პროევროპულ კურსზე. მე და ჩემი თანამებრძოლები საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს მოვემსახურებით. „ქართული ოცნება“ რუსეთს ემსახურება და სანამ ის არ შეიცვლება, იქნება მუდმივი ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
აქციაზე დაკავებული, "ლელო"-ს გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე გაათავისუფლეს