მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ ქვეყანას უნდა ჰყავდეს მნიშვნელოვნად გამორჩეული, გონიერი, მოტივირებული პოლიტიკოსები და პარლამენტარები, ენუქიძეების იმედად არის ეს ქვეყანა დარჩენილი,- ასე გამოეხმაურა „ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე „ევროპელი სოციალისტების" დეპუტატის, ავთანდილ ენუქიძის მიერ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ავტოსაგზაო შემთხვევების მომატებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ „ეს თბილისი რომ გაივსო ამ მანქანებით, წყლით დადის ეს მანქანები? ვისაც არ ეზარება ჩამოსულია ამ სოფლებიდან“.
„სევდიანი ამბავია, საქართველოს პარლამენტში, სადაც ამ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ ქვეყანას უნდა ჰყავდეს მნიშვნელოვნად გამორჩეული, გონიერი, მოტივირებული პოლიტიკოსები და პარლამენტარები, ენუქიძეების იმედად არის ეს ქვეყანა დარჩენილი, იმიტომ რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს პირობები შექმნა. ისინი ვერასოდეს დაინახავენ ქართველი ხალხის გასაჭირს, იმიტომ რომ არ დადიან რეგიონებში, საერთოდ სხვა სივრციდან არიან, მათ არ აქვთ წვდომა ამ ადამიანების ყოველდღიურ გასაჭირთან“,- განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში ირაკლი კუპრაძემ.