ზურაბიშვილს აქვს შესაძლებლობა მედიატორის ფუნქცია და როლი შეასრულოს, ეს ჩვენთვის წინააღმდეგობრივი არ არის, მთავარია რა დაკვეთას გასცემს ხალხი, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

„ჩვენ ამაზე არაერთგზის გვითქვამს, რომ სალომე ზურაბიშვილს დავუჭერთ მხარს, თუ მას ეს სურვილი ექნება. როგორც მოვისმინეთ ის ფიქრობს და განიხილავს ამ ვერსიას, როცა მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, ჩვენ ვართ ინსტიტუციონალური პარტია, რომელიც გადაწყვეტილებებს შესაფერისი სამართლებრივი ფორმებით იღებს. ეს მზაობა ჩვენ წინასწარ, მათ შორის  ჩვენს ლიდერებს, გამოთქმული აქვთ და სიმპათიით და პოზიტიურად უყურებენ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას პრეზიდენტის პოსტზე.

არჩევნების შემდეგ ხელისუფლების ფორმირებას რაც შეხება, ზურაბიშვილს აქვს შესაძლებლობა მედიატორის ფუნქცია და როლი შეასრულოს, ეს ჩვენთვის წინააღმდეგობრივი არ არის, მთავარია რა დაკვეთას გასცემს ხალხი. რა დაკვეთასაც გასცემს, ეს აისახება არჩევნების შემდეგ, რა შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი პროდასავლური უმრავლესობა, შემდეგ ვინ გასწევს მედიციას ამ პროცესში, ეს მნიშვნელოვანია, ის უნდა იყოს ნეიტრალური და ზურაბიშვილი არის ნეიტრალური ფიგურა ამ პროცესში“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.