"ლელოს" გენერალური მდივნის ირაკლი კუპრაძის თქმით,  არბიტრაჟმა, რეალურად, არც საქართველოს მთავრობის და არც ანაკლიის კონსორციუმის სარჩელი არ დააკმაყოფილა. 

მისივე განცხადებით, საერთაშორისო არბიტრაჟმა მხოლოდ სამართლებრივ კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებზე იმსჯელა და არა იმ პოლიტიკურ ფაქტორებზე და პოლიტიკურ კონტექსტზე, რამაც ხელი შეუშალა ანაკლიის პორტის მშენებლობას.

„საერთაშორისო არბიტრაჟმა გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც არ დააკმაყოფილა ანაკლიის კონსორციუმის სარჩელი, მაგრამ ასევე არ დააკმაყოფილა „ქართული ოცნების“ მხრიდან შეტანილი შესაგებელი. ანაკლიის პორტი ჩააგდო რუსეთმა. რუსეთმა, ვის დავალებასაც ასრულებდა ბიძინა ივანიშვილი და ეს არის მოცემულობა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეებს დააკარგვინა განვითარების და სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა.


ანაკლიის პროექტის ჩავარდნის მთავარი კონტექსტი იყო სწორედ პოლიტიკური დევნა, რომელიც თითიდან გამოწოვილი მიზეზით დაიწყო ანაკლიის კონსორციუმის თანადამფუძნებლების წინააღმდეგ.


საერთაშორისო არბიტრაჟმა იმსჯელა, სამწუხაროდ, მხოლოდ სამართლებრივ კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებზე და არ იმსჯელა იმ პოლიტიკურ ფაქტორებზე და პოლიტიკურ კონტექსტზე, რამაც ხელი შეუშალა ანაკლიის პორტის მშენებლობას. ერთადერთი ხარჯი, რომელიც არსებობს ამ გადაწყვეტილებიდან, არის არბიტრაჟის მომსახურების ხარჯი, რომელიც ეკუთვნის ასევე ანაკლიის კონსორციუმს და სავარაუდოდ, ეს ხარჯი დაეკისრებოდა მათ შორის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლობასაც, - განაცხადა ირაკლი კუპრაძე.

ცნობისთვის, საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა