გამსხვილებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება სამი მიმართულებით მიმდინარეობს - შესაძლებელია, არა მხოლოდ ელისაშვილი ვიხილოთ, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის" გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ „ტვ პირველთან“ განაცხადა.
„ძლიერმა საქართველომ" 12.8 % აჩვენა კვლევაში. ეს ბევრს ნიშნავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქ მთავრდება ყველაფერი. ამ ერთობის სინერგია და ძალის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენი კარი დახურული არ არის. კონკრეტულად ალეკო ელისაშვილის შემთხვევას ვერ დაგიდასტურებთ. ამას დაადასტურებენ პოლიტიკური ლიდერები მოლაპარაკების დასრულების შემდეგ. გიდასტურებთ იმას, რომ პოლიტიკური კონსულტაცია წარმატებულად მიმდინარეობს და დრო სჭირდება იმას, რომ საბოლოო გადაწყვეტილება არსებობდეს და გაცხადდეს საზოგადოებისთვის... სამი მიმართულებით მიმდინარეობს მოლაპარაკება გამსხვილებასთან დაკავშირებით. პირველი, პროდასავლურ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში ვიხილავთ სიახლეებს. შესაძლებელია, არა მხოლოდ ელისაშვილი ვიხილოთ. მეორე, მიმდინარეობს პოლიტიკური კონსულტაცია სამოქალაქო ჯგუფებთან და მესამე, ინდივიდებთან", - ამბობს კუპრაძე.