"ვინ რა თანამდებობაზე განიხილება, საზოგადოებას ყოველთვის სათანადო დროს ვაწვდით შესაბამის ინფორმაციას, ასე რომ, სააკაშვილი ნუ ინერვიულებს."
ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მედიას დასმული კითხვის პასუხად განუცხადა, რომელიც უკავშირდებოდა მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას, სადაცმან თქვა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე – თეა წულუკიანი, ხოლო პრემიერ-მინისტრად კახა კალაძე განიხილება.
„სააკაშვილი პერიოდულად ცდილობს, რომ რაღაც საკუთარი ფანტაზიები გაშალოს ხოლმე, დაამტკიცოს, რომ აქვს სხვადასხვა ტიპის სამედიცინო დარღვევები და ა.შ. მის განცხადებებზე სერიოზული კომენტარების გაკეთება არასწორია.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ რა თანამდებობაზე განიხილება, როცა არის ხოლმე შესაბამისი დრო, საზოგადოებას, რა თქმა უნდა, ყოველთვის სათანადო დროს ვაწვდით შესაბამის ინფორმაციას. ასე რომ, სააკაშვილი ნუ ინერვიულებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.