მიხეილ სააკაშვილის მოწოდება მორიგი დასტურია იმისა, რომ მათ გონებაში იხარშება რევოლუციური გეგმა, რომელიც განწირულია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ "ფეისბუქსტატუსს" : აზერბაიჯანი საბოლოოდ იბრუნებს ტერიტორიებს, სომხეთი კი თავისუფლდება რუსეთის ასწლიანი მონობისგან - მოქმედების დროა!
მისივე თქმით, „უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რაც უფრო სუსტია რადიკალური ოპოზიცია, მით უფრო მეტი რისკი არსებობს პროვოკაციების კუთხით“.
„რაც შეეხება აქციებს, გუშინ ბევრი ტყუილი უთხრეს საზოგადოებას, ატყუებდნენ მთელი დღის განმავლობაში, რომ დეპოზიტები გაეყინებოდათ, ბარათით ვერ გადაიხდიდნენ, ათასი სისულელე უთხრეს, 200 კაცზე მეტი მაინც ვერ გამოიყვანეს ქუცაში. მათ ხომ შეუძლიათ, საკუთარი მხარდამჭერები მაინც მოატყუონ, საკუთარ მხარდაჭერებსაც კი ვეღარ ატყუებენ, ამდენი ტყუილი უთხრეს, თან მძიმე შიშები უნდა შეექმნათ, ისეთ რაღაცეებს ეუბნებოდნენ, 200 კაცზე მეტი ვერ მოატყუეს და ვერ გამოიყვანეს ქუჩაში. საზოგადოება ძალიან გამოცდილია უკვე და, მათ შორის, ასეთ ტყუილებსაც აღარ იღებს და ყველაფერს ძალიან კარგად ხვდება, შესაბამისად, მორიგ ჯერზე ჩავარდა ეს აქცია.
რაც შეეხება სააკაშვილის მოწოდებას, რა თქმა უნდა, ეს მორიგი დასტურია იმისა, რომ მათ გონებაში იხარშება რევოლუციური გეგმა, რომელიც განწირულია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავმშვიდდეთ. რაც უფრო სუსტია ეს რადიკალური ოპოზიცია, მით უფრო მეტი რისკი არსებობს პროვოკაციების კუთხით, ისინი სისუსტის ფონზე არიან სწორედ ყველაფერზე წამსვლელი, კაცი შეიძლება მოკლან, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, არ მოუკლავთ თუ რა. კაცი შეიძლება მოკლან იმისთვის, რომ რაღაცნაირად სცადონ აქ ვითარების ადუღება, არაფერი გამოუვათ, მაგრამ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.