ფესტივალ - კონკურსი "მომავლის ხმა — ვანო სარაჯიშვილის პრემია 2026“ 23 მაისს სიღნაღში საზეიმო დაჯილდოებითა და გალა-კონცერტით გაიმართა, - ამის შესახებ ოპერის მომღერალი ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ფესტივალ - კონკურსი "მომავლის ხმა — ვანო სარაჯიშვილის პრემია 2026“ 23 მაისს სიღნაღში საზეიმო დაჯილდოებითა და გალა-კონცერტით გაიმართა. აღსანიშნავია, რომ კონკურსი წელს პირველად ჩატარდა, მომავალშიც გაგრძელდება და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ნიჭიერი ახალგაზრდების ცხოვრებაში.
დაწესებულ იქნა: გრან-პრი, პირველი, მეორე, მესამე პრემია და მაყურებლის სიმპათიის პრიზი, რომელიც გამოვლინდა გალა კონცერტის ბოლოს. კონკურსი ჩატარდა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.
კომპანია "სოკარ ენერჯი ჯორჯია" შეუერთდა კონკურსს და დააწესა დამატებითი ფულადი პრემიები ფესტივალ -კონკურსისთვის "მომავლის ხმა - ვანო სარაჯიშვილის პრემია 2026”გამარჯვებულებისათვის. მადლობა კომპანია სოკარს მუდმივად ნიჭიერი ადამიანების გვერდში დგომისთვის და საქართველოში ბევრი კეთილი და მნიშვნელოვანი საქმის განხორციელებისთვის. ხოლო იტალიის საელჩომ გამოთქვა სურვილი, რომ მომავალი წლიდან მათ მიერ დაწესდეს სპეციალური პრიზი იტალიური არიის საუკეთესო შესრულებისთვის. მადლობა ამ ინიციატივისთვის იტალიის საელჩოს საქართველოში და საქართველოში იტალიის სრულუფლებიან ელჩს მის აღმატებულება მასიმილიანო დ'ანტუონოს.
კონკურსი წელს პირველად ჩატარდა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის, ორგანიზებით.
ფესტივალ-კონკურსის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლავთ კონსერვატორიის რექტორი, პიანისტი ბატონი გიორგი ვაჩნაძე. ჟიურის თავმჯდომარე გახლდათ მეცო - სოპრანო, ნინო სურგულაძე, და საპატიო ჟიურის წევრი სოპრანო, იანო ალიბეგაშვილი.
ჟიურიმ გამოავლინა ლაურეატები და ფინალისტები:
ფესტივალის ფინალისტები - ელისაბედ ჩხეიძე, ანასტასია მინაშვილი, დავით გიგაური, ნათია ბეჟაშვილი;
მესამე პრემიის ლაურეატები - ლევან გორგაძე, ავთანდილ ჭიქავა და გიორგი გობრონიძე;
მეორე პრემიის ლაურეატები - ბერდია ონიანი, ერეკლე გურგენიძე და მიხეილ ნაზარიანი;
პირველი პრემიის ლაურეატები - ვახტანგ იშხნელი, გიორგი პატარაია, მარია გადილია;
გრანპრი - მარიამ ჭანკვეტაძე და ფალანდა ღვინჯილია.
კონცერტის მსვლელობისას, რომელშიც კონკურსის ფინალისტები, ლაურეატები და გრანპრის მფლობელები მონაწილეობდნენ, გამოვლინდა დაპირებული მაყურებლის სიპათიის პრიზი, რომელიც ორმა მონაწილემ - ლევან გორგაძემ და ფალანდა ღვინჯილიამ მიიღო.
გალა კონცერტის კონცერტმაისტერები - ეკატერინე გოგოლიძე, ხათუნა ლოლაძე, მარინა ადამიშვილი, ლელა უსეინაშვილი, ქეთევან გელაშვილი.
დაჯილდოება და გალა კონცერტი ჩატარდა სიღნაღში, სადაც დაიბადა ლეგენდარული ტენორი, ვანო სარაჯიშვილი. დაჯილდოებას დაესწრნენ: კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, სიღნაღის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, კონსერვატორიის რექტორი გიორგი ვაჩნაძე და სხვა ოფიციალური პირები. მათ სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნეს ამ ფესტივალ -კონკურსის დიდი კულტურული მნიშვნელობა“, - წერს ნინო სურგულაძე.



















