ოპოზიციის ტყუილებმა მაქსიმუმ ორი დღე გასტანოს, ერთადერთი ხალხი მოატყუეს ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით, მათ მაშინდელი ელჩი დაეხმარათ, ჯერ ელჩმა თქვა ტყუილი და ამან გაამაგრა შემდეგ ოპოზიციის ტყუილი, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ, "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ე.წ. რუსული კანონი უმრავლესობამ იმიტომ გაიწვია, რომ ხალხს გაუწია ამით ანგარიში და არა იმიტომ, რომ ოპოზიცია მართალი იყო:
"ოპოზიციის ტყუილებმა მაქსიმუმ ორი დღე გასტანოს. ერთადერთი, ხალხი მოატყუეს ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით, ეს გაგრძელდა რამდენიმე დღე, ისიც მათ მაშინდელი ელჩი დაეხმარათ. ჯერ ელჩმა თქვა ტყუილი და ამან გაამაგრა შემდეგ ოპოზიციის ტყუილი. ელჩისგან დამოუკიდებელი ტყუილები კი, ერთ დღეზე მეტ ხანს ვერ ძლებს ხოლმე. დღეს, ხომ ყველამ ვიცით რომ ეს ტყუილი იყო, კანონი პირდაპირ ამერიკულიდან იყო ნათარგმნი, პირდაპირ სიტყვა-სიტყვით, როგორ შეიძლებოდა ეს რუსული ყოფილიყო. ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც მათ მოახერხეს საბოლოო ჯამში საზოგადოების დიდი ნაწილის შეცდომაში შეყვანა, რადგან ოპოზიციის ტყუილი სხვისი ტყუილით იყო გამაგრებული. მხოლოდ თავისი ტყუილებით ვერ ახერხებენ ამის გაკეთებას. ჩვენ ეს კანონი იმიტომ კი არ გავიწვიეთ, რომ ოპოზიცია მართალი იყო, იმიტომ გავიწვიეთ, რომ ამით საზოგადოებას გავუწიეთ ანგარიში, რომლებიც მოახერხეს და შეცდომაში შეიყვანეს. წაუკითხავი კანონი გააპროტესტებინეს. ხალხი, რომლებსაც შეცდომაში შეიყვანენ, მაინც იმსახურებს ანგარიში გაწევას,"- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.