არჩევნების მოახლოებასთან ერთად სიბინძურეები მოიმატებს, ამიტომ გთხოვთ თუ რამე უცნურობა ვრცელდება ჩემი სახელით, ჩათვალეთ მე არ ვარ, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს.
„ტიკ -ტოკზე და ფეისბუკზე (შეილება სხვაგანაც) ვრცელდება ჩემი ფეიქ ექაუნთები, რომლებიც არაადეკვატურად იქცევიან და ჩემი სახელით ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებენ.
არჩევნების მოახლოებასთან ერთად ეს და სხვა სიბინძურეები მოიმატებს, ამიტომ გთხოვთ თუ რამე უცნურობა ვრცელდება ჩემი სახელით, ჩათვალეთ მე არ ვარ და პოლიტიკური მოწინააღმდეგეები მებრძვიან ასე“, - წერს იაგო ხვიჩია.