"გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ სუს-ის მიერ გავრცელებული განცხადების მიზანი, ჩანაწერების გამოქვეყნების შემთხვევაში, საზოგადოებრივი აზრის შემზადებაა - რომ მოსახლეობამ ის არ დაიჯეროს.
"ყველას ესმის, ვინ არის პასუხისმგებელი ინფორმაციის მოგროვებასა და მის უსაფრთხოდ შენახვაზე. არასდროს შემპარვია ეჭვი, რომ როცა ასეთი ჩანაწერები ჟონავს, ჟონავს იმიტომ, რომ სისტემას უნდა. ჩემი აზრით, ეს განცხადება ემსახურება არა იმას, რომ "ფეიკია", არამედ იმას, რომ "ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ რაღაცასთან". ამ დროს, როგორც წესი, ყოველთვის "შუაში" არიან ხოლმე", - აცხადებს იაგო ხვიჩია.
სუს-ის მიერ გუშინ გავრცელებული განცხადების თანახმად, იგეგმება ხელოვნური ინტელექტისა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელება, სადაც გამოყენებული იქნება ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება.