"როცა ვიღაც ძალით თავისუფლებას გართმევს, გაბრაზებული მდუმარება ბევრად ეფექტურია, ვიდრე უაზრო ხმაურით ამ გაბრაზების ქუჩაში მიმიფანტვა", - ამის შესახებ პარტია "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს:
"მაინც მჯერა, რომ ოდესღაც ხალხი გამოიღვიძებს და მიხვდება თუ რა ტყუილად დაატარებდნენ ქუჩაში მოსყიდული მედია ფრინველები და პოლიტიკოსები, მაშინ როცა ქოცები გეომეტრიული პროგრესიით ზრდიან ჯარიმებს და რეპრესიულ კანონებს.
როცა ვიღაც ძალით თავისუფლებას გართმევს, გაბრაზებული მდუმარება ბევრად ეფექტურია, ვიდრე უაზრო ხმაურით ამ გაბრაზების ქუჩაში მიმიფანტვა.
გამოღვიძებამდე კი იმედგაცრუების გარდა არაფერს უნდა ველოდოთ, სამწუხაროდ", - წერს იაგო ხვიჩია.