"დიდი ალბათობით, ახლა ახალგაზრდების წინააღმდეგ მხოლოდ პატიმრობა ან ჯარიმა კი არ გამოიყენება, როგორც სასჯელის სახე, არამედ ჯარში იძულებით წაყვანაც."- ამის შესახებ პარტია "გირჩის" ერთერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს.

"დღეს უკვე 5 -მა ადამიანმა მითხრა ან მომწერა, რომ აქციაზე ვიყავი და ჯარში გამიწვიესო.

ვფიქრობ რომ ეს შემთხვევითობას ნაკლებად ჰგავს, რადგან ძალიან ცოტა ადამიანს იწვევენ სავალდებულო ჯარში და თან ძირითადად რეგიონებში თევზაობენ.

ამჯერად კი თბილისის ცენტრში აქციაზე მდგომ ხალხს დაუძახეს.

ჩემი აზრით, ეს იყო ე.წ ჯარის კანონის მთავარი მიზანი - ახალგაზრდების მოთვინიერება.

რაც ბევრჯერ მითქვამს მეც და ჩემ მეგობრებსაც.

ანუ დიდი ალბათობით, ახლა ახალგაზრდების წინააღმდეგ მხოლოდ პატიმრობა ან ჯარიმა კი არ გამოიყენება, როგორც სასჯელის სახე, არამედ ჯარში იძულებით წაყვანაც.

ჩვენს მედია ქათმებს და ოპოზიციას ჯერ ამისთვის არ სცალიათ, ისე როგორც თავის დროზე არ ეცალათ და ისევ იმას არკვევენ, როგორი განწყობაა მიტინგზე, მაგრამ თუ ასეთი შემთხვევები თქვენც მოისმინეთ ან შეგემთხვათ, გთხოვთ დაწერეთ ამ პოსტზე, რათა მტკიცებულების დონეზე შევძლოთ ამ თემაზე საუბარი და თქვენი დახმარება.

ჩვენ კვლავ ბოლომდე ვიბრძოლებთ, რათა ქართულ ჯარში მსახურება ადამიანისთვის იყოს დიდი პატივი და არა სასჯელი.

გთხოვთ დამეხმაროთ ამ ინფორმაციის გავრცელებაში."- წერს იაგო ხვიჩია.