"იცით აწმყო როგორ გამოიყურება? დიდგორის ბროლის წინ, ჯარისკაცებს აქენსელებდე არაპოლიტკორექტულობის ბრალდებით, მეგობრებს ყივჩაღებს ეძახდე და ლგბტ აქტივისტების იმედად გინდოდეს უმთავრესი ბრძოლის მოგება."- ამის შესახებ პარტია "გირჩის" ლიდერი" იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს:
"სანამ პროტესტი მეტწილად ენჯეოშნიკური მორალისაა არაფერი გამოვა, რადგან თავისი შინაარსით “ენჯეოშნიკური” სიყალბეს ნიშნავს.
პროტესტს მეტად სახალხოდ გახდომაშიც სწორედ თავში მომჯდარი ტოქსიკური მედია და პოლიტ ენჯეოშნიკები უშლიან.
ქართველი ხალხის უმთავრესი ამოცანაა, უპირველესად პროტესტიდან მოენჯეოშნიკო თვალთმაქცი ხალხის მოშორება.სანამ ამ ხალხს აქვს მედია და საპროტესტო სივრცე პრივატიზებული არაფერი არ გამოვა.
აქციები, ქოცების გადადგომის მოთხოვნასთან ერთად უნდა გაიმართოს ოპოზიციური ტელევიზიის გახსნის მოთხოვნით.(მაგ. ტვ1 ეზოში მამუკა ხაზარაძის ძეგლთან)
სწორედ ე.წ ოპოზიციურ მედიასთან ბრძოლაში მიღწეულმა წარმატებამ უნდა გააძლიეროს და გაამხნევოს პროტესტი.ხალხმა უნდა დაინახოს, რომ მათი ქმედება რამეს ცვლის.
ცენზურა, ხალხის ზეწოლით, ჯერ იმან უნდა დაასრულოს ვინც უფრო სუსტია და თუ ამას არ აკეთებს, ჩაითვალოს სახელისუფლებო მედიად.
სანამ პროტესტს ოპოზიციის გამოსწორება არ შეუძლია, ის ხელისუფლებას ვერ გამოასწორებს.
იცით აწმყო როგორ გამოიყურება? დიდგორის ბროლის წინ, ჯარისკაცებს აქენსელებდე არაპოლიტკორექტულობის ბრალდებით, მეგობრებს ყივჩაღებს ეძახდე და ლგბტ აქტივისტების იმედად გინდოდეს უმთავრესი ბრძოლის მოგება." - წერს იაგო ხვიჩია.