ამერიკის პრეზიდენტი არ მალავს, რომ ევროპა ცუდი მიმართულებით მიდის და უსამართლოდ იქცევა. რატომ არ ამბობენ, რომ დონალდ ტრამპი ანტიევროპულ განცხადებებს აკეთებს? „ნაცმოძრაობა“, ენჯეოსექტორი სად არიან? ჩვენ გაცილებით რბილად ვსაუბრობდით იმ უსამართლო განცხადებებზე, რომლებიც ევრობიუროკრატიიდან იყო, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, „ევროპა რუსეთს მილიარდებით კვებავს მაშინ, როცა ვითომ გვერდით განუდგა“.
„რუსეთში ევროპიდან მილიარდები შედის, ამ დროს კი რუსეთს უკრაინაში ომი აქვს და ჩვენ გვეუბნებიან, რუსეთს დავუპირისპირდეთ. ევროპა რუსეთს მილიარდებით კვებავს მაშინ, როცა ვითომ გვერდით განუდგა. წინა ადმინისტრაციის დროს რუსეთის მოქალაქეების 66 პროცენტს ამერიკის ვიზა ჰქონდა, საქართველოს – 33-პროცენტიანი. როგორ გაგვეგო, რომ ამერიკა რუსეთთან დაპირისპირებულია და პარტნიორობა ჩვენთან უნდოდა?“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.








