სახელმწიფო მდივნის აპარატის ყოფილი ხელმძღვანელი ლოურენს უილკერსონი ერთადერთი ადამიანი არ არის, ვინც ამბობს, რომ „გლობალური ომის პარტია“ არასამთავრობო სექტორს, ლიბერალურ დემოკრატიას მექანიზმად იყენებდა იმ ქვეყნებში შესასვლელად, სადაც სურდათ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რაც ბევრი ადამიანი ისაუბრებს ამ საკითხზე, მათ შორის ამერიკაში, მით უფრო მეტი ამერიკელი და არაამერიკელი გაიგებს, როგორ მოქმედებდა „გლობალური ომის პარტია“.

„სამწუხაროდ, საქართველოში ვისაც ოპოზიციის სტატუსი ჰქონდა, აღარ აქვთ. „ნაცმოძრაობას“ ოპოზიციის სტატუსი აღარ აქვს და ისინი საკუთარი ქვეყნის ოპოზიციაში ჩადგნენ. რაც შეეხება ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი აპარატის ხელმძღვანელის განცხადებას, ეს ადამიანი ერთადერთი არ არის, ვინც ამბობს, რომ ის „გლობალური ომის პარტია“, რომელიც იყო და ჯერჯერობით მოკალათებულია ევროპასა თუ ამერიკაში, ამ იარაღს იყენებდა. არასამთავრობო სექტორს, ლიბერალურ დემოკრატიას მექანიზმად იყენებდნენ, რათა იმ ქვეყნებში შესულიყვნენ, სადაც სურდათ, ის ხელისუფლება დაემხოთ, რომელიც სურდათ, რომ დაემხოთ და მერე იქ ვითომ, თავიანთი აზრით, „დემოკრატია“ დაემყარებინათ. ამას არა მარტო ეს ადამიანი ამბობს, არამედ ბევრი მათი პროფესორი, ექსპერტი, ყოფილი სენატორი და თანამდებობის პირი. ეს, სამწუხაროდ, ახალი ამბავი არ არის, მაგრამ კარგი ის არის, რომ, რაც უფრო ბევრი ისაუბრებს ამ საკითხზე, მათ შორის ამერიკაში მაღალი თანამდებობის პირი, მით უფრო მეტი ამერიკელი და არაამერიკელი გაიგებს იმას, თუ როგორ მოქმედებდა „გლობალური ომის პარტია“, მათ შორის, ამერიკაში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

აშშ-ის არმიის გადამდგარმა პოლკოვნიკმა და სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელმა, ლოურენს უილკერსონმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ იყენებდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. მისი თქმით, მსგავსი პრაქტიკა არაერთ ქვეყანაში ხდებოდა, მათ შორის, უკრაინასა და საქართველოში. „ჩვენ ვყიდულობდით გაზეთების რედაქტორებს, ტელევიზიებს, არასამთავრობოებს, ისინი CIA-ს მიერ იყვნენ გაფილტრული, ეს გავაკეთეთ საქართველოშიც, ძალიან წარმატებული ვიყავით“, – განაცხადა ლოურენს უილკერსონმა.