"გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, NATO-ში საქართველოს ელჩად ჯუანშერ ბურჭულაძის კანდიდატურა განიხილება. 2023 წლის 12 მაისს, ბატონმა ბურჭულაძემ ბრძანა, რომ ლიბერალური წესრიგი შესაძლოა "პირდაპირი საფრთხე იყოს ჩვენი სუვერენიტეტისთვის". ეს თქვა თავდაცვის სისტემის ხელმძღვანელმა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მეტ ფინანსურ მხარდაჭერად იღებს სწორედ დასავლური ლიბერალური წესრიგისგან, რომელიც ჩვენი უსაფრთხოების და სუვერენულობის ცალსახად უმთავრესი გარანტია. დიახ, ასეთი სისულე თქვა რუსული ფაშიზმის მიერ ოკუპირებული სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრმა. - ამის შესახებ "ლელოს" "ლელოს" საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

"მსურს ბატონ ბურჭულაძეს ვკითხო, ამ თვეების განმავლობაში მოახერხა თუ არა უკეთ გასცნობოდა მსოფლიოს ისტორიას და იდეოლოგიებს, თუ კვლავ რუსული მითების საბრალო მსხვერპლია? და თუ ასეა, რა უნდა ასეთი აზროვნების ადამიანს საქართველოს წარმომადგენლად ბროუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში? სახეზეა რუსეთის მსახური მთავრობის მიერ დაზიანებული ქართული საგარეო პოლიტიკის სრული და საბოლოო კრახი". - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ. 

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა: ირაკლი კობახიძისგან მივიღე შემოთავაზება, განვიხილო ნატოში საქართველოს ელჩობის თანამდებობა - სავარაუდოდ, დავთანხმდები