რასაც ჩვენ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით ვხედავთ, არის უპირველეს ყოვლისა რევანში პოლიტიკურ დასავლეთზე. ეს არის ამერიკის და ევროპული კავშირის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც მმართველის გუნდის, "ქართული ოცნების" დელეგაციის ჩინეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. 

„სავაჭრო დონეზე ქვეყნებს შორის ურთიერთობები კარგი და მისასალმებელია, რომელი ქვეყანაც არ უნდა იყოს ის, ბუნებრივია, გარდა რუსეთის ფედერაციისა და მასთან აფილირებული ავტოკრატიებისა, მაგრამ რასაც ჩვენ ვხედავთ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, ეს არის უპირველეს ყოვლისა რევანში პოლიტიკურ დასავლეთზე. ეს არის ამერიკის და ევროპული კავშირის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები და არა საქართველოს ინტერესების დივერსიფიკაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯები. ძალიან მარტივად - "ქართული ოცნება" აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ დასავლელ პარტნიორებს უთხრას რომ მას, "ქართულ ოცნებას" გააჩნია განსხვავებული ღირებულებითი ღერძი, რომელიც აღარ ემთხვევა ამერიკის და ევროპული კავშირის გეოპოლიტიკურ და საგარეო ინტერესებს," - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.