ჩვენი ბრძოლა არის ივანიშვილის წინააღმდეგ და ივანიშვილს ყოველთვის და ახლაც მართავს კრემლი, აქ ახალი არაფერია, - ამის შესახებ პარტია "ლელოს" საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
„ივანიშვილის შემობრუნება, სულაც არ არის ცუდი, იმიტომ რომ დემისტიფიკაციაა ივანიშვილის, უფრო ნათლად დანახვა არის, მათ მიერაც, ვინც აქამდე არ აღიარებდა, ვერ თუ არ ხედავდა, დიახ, ის არის ოლიგარქი, დიახ, ის არის რუსეთის მსახური. რა თქმა უნდა, ჩვენ აქამდეც მას ვებრძოდით, აბა ზარქუას და ვიღაცებს ხომ არ ვებრძოდით პარლამენტში, გაურკვეველი ადამიანები რომ სხედან იქ მისი სახელით. ჩვენი ბრძოლა არის ივანიშვილის წინააღმდეგ და ივანიშვილს ყოველთვის და ახლაც მართავს კრემლი, აქ ახალი არაფერია.
ივანიშვილი არაფრით განსაკუთრებული არ არის, არც ძლიერია. მინდა ვიკითხო, ძლიერი მენეჯერი, ძლიერი ლიდერი ასეთ გუნდს შექმნიდა? ამდენ სულელს მოუყრიდა თავს ქვეყნის სამართავად?"- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ "ტვ პირველის" ეთერში.