ბევრად უფრო მეტი დადებითი ხედვა, კომპეტენცია და სისწორე არის ოპოზიციაში, ვიდრე „ქართულ ოცნებაში", - ამის შესახებ პარტია "ლელოს" საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
„მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ და არავის ტყუილად არ ვაქებ, ბევრად უფრო მეტი დადებითი ხედვა, კომპეტენცია და სისწორე არის ოპოზიციაში, ვიდრე „ქართულ ოცნებაში". სხვა მხრივ ოპოზიციაზე ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ოპოზიცია არის ფართო მცნება. მე შემიძლია ჩემს პარტიაზე ვისაუბრო და ვთქვა, რომ დიახ, ჩვენ ვართ კარგ ფორმაში. რა თქმა უნდა, თვითკრიტიკული ვარ, ამაზე სამჯერ მეტი მინდა, ამაზე ვმუშაობ, მაგრამ ჩვენ ვართ კარგ ფორმაში",- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ "ტვ პირველის“ ეთერში.