აშშ-ის ეროვნული დაზვერვის უფროსმა, ტულსი გაბარდმა, საჯაროდ უარყო „როიტერის“ რეპორტაჟი, რომელიც, სავარაუდოდ, ანონიმურ აშშ-ის დაზვერვის წყაროებზე იყო დაფუძნებული და რომლის თანახმადაც, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის მიზანი მთელი უკრაინის ოკუპაცია, ევროპაში შეჭრა და ევროპის იმ ნაწილის დაბრუნებაა, რომელიც ყოფილი საბჭოთა იმპერიის გავლენის ქვეშ იყო.
„ომისკენ შემგულიანებლები „დიფ სთეითიდან“ და მათი პროპაგანდისტული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები კვლავ ცდილობენ ძირი გამოუთხარონ პრეზიდენტ ტრამპის მცდელობებს, დაამყაროს მშვიდობა უკრაინაში - და, ფაქტობრივად, ევროპაში - იმ ცრუ მტკიცებით, რომ „ადამიანთა ჯგუფი აშშ-ის დაზვერვიდან“ ეთანხმება ევროკავშირის/ნატოს თვალსაზრისს, რომლის მიხედვითაც რუსეთის მიზანია ევროპაში შეჭრა/დაპყრობა (მათი ომის მომხრე პოლიტიკის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად) და მას მხარს უჭერს. სიმართლე ისა, რომ „აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის“ შეფასებით, რუსეთს უკრაინის დაპყრობისა და ოკუპაციის შესაძლებლობაც კი არ აქვს, რომ აღარაფერი ვთქვათ ევროპაში „შეჭრასა და ოკუპაციაზე““, - წერს ტულსი გაბარდი X-ზე.
Deep State warmongers and their Propaganda Media are again trying to undermine President Trump’s efforts to bring peace to Ukraine—and indeed Europe—by falsely claiming that the ‘U.S. intelligence community’ agrees to and supports EU/NATO viewpoint that Russia’s aim is to…
— Tulsi Gabbard 🌺 (@TulsiGabbard) December 20, 2025
ტულსი გაბარდის გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის აშშ-თან მოლაპარაკებების სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი.
გაბარდმა გამოავლინა მესამე მსოფლიო ომის წამქეზებლები და მასშტაბური მედია მანქანა, რომელიც ქმნის ცრუ ნარატივებს და პოლიტიკის საფარქვეშ შიშს ნერგავს, - დაწერა მან X-ზე.
DNI Tulsi Gabbard exposed the warmongers pushing WW3—and the massive fake-narrative media machine that sells fear as policy.
— Kirill Dmitriev (@kadmitriev) December 21, 2025
From Dark to Light. 🕊️✨ https://t.co/nGwdfnjkhk




