"მივიღე შემოთავაზება, რისთვისაც მადლობას ვუხდი ახალ პრემიერს, ირაკლი კობახიძეს - განვიხილო ნატოში საქართველოს ელჩობის თანამდებობა. ამ თანამდებობას, სავარაუდოდ, დავთანხმდები, თუმცა მაქვს ფიქრის დრო. ეს 4 თვე იქნება ჩემთვის ამ 13-წლიანი საჯარო მოხელეობის შემდეგ, დასვენების პერიოდი, ასევე მივიღებ გადაწყვეტილებას, გავაგრძელებ თუ არა დიპლომატიურ სამსახურს“, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მედიასთან განაცხადა.
დღეს საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა, რომ ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტი არ შეიცვლება, მხოლოდ თავდაცვის მინისტრის პორტფელს გადაიბარებს საკანონმდებლო ორგანოში ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ჩიქოვანი.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა - ჯუანშერ ბურჭულაძე საკუთარი სურვილით ტოვებს თანამდებობას, მას ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის