ერთი კინკილა საკითხი არ არის, რომელზეც ამ კაცს[ბიძინა ივანიშვილს] ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს. ეს გადამალული კაცი არის ლიდერი?!, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა. 

„რატომ დააბრუნეს ივანიშვილი, ვითომ რომ დააბრუნეს? თან დაბრუნდა, თან ერთი განცხადებაც კი არ გაუკეთებია რეალურად, ერთი ინტერვიუც კი არ მიუცია, ერთ საკითხზეც არ აუღია პასუხისმგებლობა. შეიძლება რომ ასეთი ადამიანის გჯეროდეს, თუ კიდევ ვინმეს სჯერა ამ ქვეყანაში? ერთი კინკილა საკითხი არ არის, რომელზეც ამ კაცს ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს. ეს გადამალული კაცი არის ლიდერი?! სადღაც ბუნაგში რომ არის შემძვრალი?! მაგრამ პიარული ტრიუკი ჩაატარეს თავის ჭკუაში. რატომ დააბრუნეს? - იმიტომ რომ აგებენ",- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.