მე ვფიქრობ, რომ „ლელო“ ამ აბსურდის განხილვაში კატეგორიულად არ მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.
„ქართულ ოცნებას“, ვიცით რა მოტივაციაც ამოძრავებს, ეს არის გამოგონილი პრობლემების შექმნა. ამაში როგორ შეიძლება ნორმალურმა, დემოკრატიით დაინტერესებულმა ადამიანმა მონაწილეობა მიიღოს?“, - განაცხადა გეგელიამ.
„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა.უმრავლესობის ლიდერის თქმით, კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება და პარლამენტში ინიცირება.