სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოს რეალური პოლიტიკური არჩევანი გააჟღერა,- ამის შესახებ  „ლელოს" წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

„ძალიან კარგი და სწორი აქცენტი მგონია მსოფლიოსთვის იმის შეხსენება, რომ საქართველო იყო პირველი იმ ფართო და სამწუხარო თავდასხმაში სერიებისა, რომელიც რუსეთის ფაშისტურმა რესპუბლიკამ მიიტანა სრულიად ცივილიზებულ სამყაროზე. ჩვენ, დიახაც, ვართ პირველი მსხვერპლი, ამიტომ ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური თანადგომა მშვიდობიანი დეოკუპაციის  გზაზე. უმთავრესი არის დღეს ეს ჩემთვის, რომ იქ, მიუნხენში იყო, მინიმუმ, ერთი ქართველი, რომელმაც გააჟღერა საქართველოს რეალური პოლიტიკური არჩევანი. ის, რასაც არ აჟღერებს რუსეთის მსახური ხელისუფლება“, - ამბობს გრიგოლ გეგელია.