გუშინ გავრცელებული ფარული ჩანაწერი მილევადი, ნაციონალური მოძრაობის ტრადიციული ხელწერაა - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში წერს.
გუშინ გავრცელებული ფარული ჩანაწერი მილევადი, ნაციონალური მოძრაობის ტრადიციული ხელწერაა. ხელისუფლებაში ყოფნისას ოპონენტებს და ერთმანეთსაც კი ფარულად იწერდნენ ( საჭიროებისამებრ შემდეგ აშანტაჟებდნენ - 26 ათასი ფაილის შემქმნელები არიან.. ) ოპოზიციაში არიან და ახლა მათ პარტიაში პირველობისთვის ბრძოლას ამ ბინძური, მაგრამ მათთვის ბუნებრივი
ფორმით/მეთოდით აგრძელებენ - " არ გათეთრდების ყორანი" ნაცების ერთმა ჯგუფმა მეორეს /კონკურენტს გამოუქვეყნა ეს ჩანაწერი - სულ ესაა!
პ.ს. სოციალურ ქსელში "ფეისბუკი" გავრცელდა ვიდეო ჩანაწერი, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრობს. ჩანაწერი 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოდით არის დათარიღებული. "აიპრესი" არ ავრცელებს ვიდეო ჩანაწერს, რადგან მისი ავთენტურობა დადასტურებული არ არის.