ჩემი აზრით, ეს არის მთავარი დღესასწაული, ჩვენ, ეს დღე ყოველთვის უნდა ვიზეიმოთ, გასაგებია, რომ სწორედ ეს დამოუკიდებლობა არის დასაცავი და თანაც საკმაოდ რთულ პირობებში, მაგრამ რაც არის, ეგ არის, – ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის“ წევრმა, გივი თარგამაძემ დღევანდელ აქციაზე განაცხადა.
„ჩვენ საბოლოო ჯამში გამარჯვება გვიწერია, უბრალოდ, სწორი გზები უნდა ვიპოვოთ ამ გამარჯვებამდე. ჩემი აზრით, „ქოცები“ ნელ-ნელა მართლა შედიან დეპოში და ეს დეპო ჩვენ უნდა მოვუძებნოთ სად არის, რომ სწორ ადგილას ჩამოდგნენ ისე, რომ ეს ქვეყანა მეტი აღარ შეაწუხონ არასდროს“, – განაცხადა თარგამაძემ.
„ოპოზიციური ალიანსის“ ორგანიზებით თბილისში მსვლელობა იმართება. მსვლელობის მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან.












