თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს სამი მოწვევის(მე-6, მე-7, მე-8) პარლამენტის წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" გივი თარგამაძეს საქართველოს პარლამენტში "2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო 7 თვით პატიმრობა შეუფარდა და ორი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა.
თარგამაძე გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია და თავისით მივიდა ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში, სადაც ის დააკავეს.
გივი თარგამაძეს პოლიციიდან სასჯელაღსრულების პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნანა შამათავამ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრს, გივი თარგამაძეს დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახედ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
გივი თარგამაძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 3 აპრილს დაიბარეს თუმცა, არ გამოცხადდა.