ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტს არ ვიცნობ, არ წამიკითხავს, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა და აღნიშნა, რომ ოჯახს დაქირავებული ჰყავდა იურიდიული ფირმა, რომელიც სააკაშვილის საქმეზე მუშაობდა.
„რა ნიშნავს ლობისტები იურიდიული ფირმა იყო და დიახ, დავიქირავეთ მუშაობდნენ ჩვენზე ძალიან კარგად და მადლობელი ვარ.
ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტს არ ვიცნობ, არ წამიკითხავს. იყო მედიაჯგუფი, რომელიც ასევე დავიქირავე, მერე რა არის?“, – განაცხადა გიული ალასანიამ.