ადამიანი, რომელიც უჟანგბადოდ, უტელეფონოდ არის, მასთან მნახველებს არ უშვებენ, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ „მთავარის“ ეთერში განაცხადა.
„წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც თითქმის ორი წელი არის გამომწყვდეული უჟანგბადოდ და ისედაც აქვს თანდაყოლილი პათოლოგიური პრობლემა, ისედაც აქვს ჟანგბადის უკმარისობა, წარმოიდგინეთ და კიდევ ამას რომ ემატება საერთოდ სრული უჟანგბადობა, ოდნავ შეიძლება ფანჯარა გამოიღოს, ასე ცხოვრობს ადამიანი თითქმის ორი წელი და ამას ემატება მოწამვლა, რომელსაც ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს, მაგრამ მე ვენდობი ამერიკელი და გერმანელი ექიმების დასკვნას, რომელიც კონსილიუმის წევრებმა გაიზიარეს და არ იზიარებს ჩვენი ხელისუფლება.
ადამიანი, რომელიც უჟანგბადოდ, უტელეფონოდ არის, მასთან მნახველებს არ უშვებენ. პარლამენტარებს, ამერიკის კონგრესმენებს, ყველას აეკრძალა მისი ნახვა და რატომ? ასე გაწელვა ამ პროცესის იმით არის გამოწვეული, რომ როგორმე მის ორგანიზმში არსებული მძიმე მეტალების კვალი წაეშალათ“- განაცხადა გიული ალასანიამ.