რომ დავაკვირდეთ, მთელი მსოფლიო არის ჩემი შვილის გულშემატკივარი რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლების გარდა,- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ „მთავარის“ ეთერში განაცხადა.
„იმედია ოთხ-ნახევარი თვე არ დასჭირდება ექიმების დასკვნას, იმედი მაქვს რომ ეს ყველაფერი სწრაფად მოხდება, იმიტომ რომ აღარ შეიძლება ამდენი მოლოდინი, მით უმეტეს რომ მთელი დასავლეთი დგას ფეხზე, ჩვენ ხომ ვხედავთ. როგორი ყურადღება არის, როგორი ინტერესია. რომ დავაკვირდეთ, მთელი მსოფლიო არის ჩემი შვილის გულშემატკივარი რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლების გარდა“- განაცხადა გიული ალასანიამ.