“საქართველო დგას დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე, შობადობა ისტორიულ მინიმუმზეა დასული. ყოველ წელიწადს საქართველოში უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება.” - ასე შეაფასა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული ვითარება.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, ყოველწლიურად ისედაც მძიმე დემოგრაფიულ ვითარებას, უმუშევრობა და დაბალი ხელფასებიც თან ერთვის.

მისივე თქმით, ივანიშვილის მმართველობამ ქვეყანაში სრული სტაგნაცია მოიტანა:

 “საქართველო დგას დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე, შობადობა ისტორიულ მინიმუმზეა დასული. ყოველ წელიწადს საქართველოში უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება. დღეს ნომერ პირველი პრობლემა საქართველოში არის უმუშევრობა და დაბალი ხელფასები. ამასობაში, ჩვენი მეზობელი ქვეყნები ვითარდებიან.

ჩვენს ქვეყანაში კი არის სრული სტაგნაცია, რომელიც მოიტანა ივანიშვილის მმართველობამ საქართველოში. საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ საერთოდ უგულებელყო ხალხი.

მათ გაიუმჯობესეს საკუთარი მდგომარეობა თქვენი, ქართველი ხალხის მდგომარეობის გაუარესების ხარჯზე.  ნაცვლად იმისა, რომ წინ წაწიონ ქვეყანა, დროს კარგავენ სკამებისთვის ბრძოლაში,  ერის გაერთიანების ნაცვლად, ჩვენს გახლეჩასა და დაპირისპირების წაქეზებაზე არიან მიმართულნი.” - განაცხადა ვაშაძემ