"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სამთავრობო პროგრამა ბრიფინგზე შეაფასა და განაცხადა, რომ ამ პროგრამას უმუშევრობის და სიღარიბის გაღრმავების პროგრამა უნდა ეწოდოს.
"ქართული ოცნება" პირდაპირ გვეუბნება, რომ სამთავრობო პროგრამაში არაფერი არ შეცვლილაო, იმიტომ რომ ყველაფერი კარგად არისო. მეგობრებო, ეს სამთავრობო პროგრამა მიუთითებს, რომ რეალობას მთლიანად მოწყვეტილები არიან. მათთვის, ივანიშვილისთვის, ელიტისთვის მართლაც ყველაფერი კარგად არის, ჩვენთვის, საზოგადოებისთვის ყოველი წელი კიდევ უფრო მძიმეა. ქართული ოცნება ეს არის უმუშევრობა, კატასტროფული მიგრაცია, ქვეყნიდან ადამიანების გაქცევა, დემოგრაფიული პრობლემები... ეს სამთავრობო პროგრამა არის იმის ნიშანი, რომ ისინი არაფრის შეცვლას არ აპირებენ. უმუშევრობის და სიღარიბის კიდევ უფრო გაღრმავების გეგმა დავარქვათ, იმას რაც წარმოადგინა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.