ნომერ პირველი პრობლემა გვაქვს, სამუშაო ადგილი არ არის ქვეყანაში, ამიტომ სამჯერ გაგიმეორებთ: როგორ აპირებთ სამუშაო ადგილების შექმნას?! როგორ აპირებთ სამუშაო ადგილების შექმნას და კიდევ ერთხელ, როგორ აპირებთ სამუშაო ადგილების შექმნას?! - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
„ბატონო ირაკლი, რატომ გაურბიხართ მთავარ კითხვას, დღეს, მთავარი კითხვა საქართველოში არის, როგორ აპირებთ სამუშაო ადგილების შექმნას? ბატონო ირაკლი, ციფრებით მანიპულაცია და მითუმეტეს ტრაბახი ვერცერთ შემთხვევაში, ვერც სამუშაო ადგილებს შექმნის, ვერც ემიგრანტებს დააბრუნებს საქართველოში და ვერც უმძიმეს დემოგრაფიულ ფონს ვერ გამოასწორებს. შესაბამისად, ნომერ პირველი პრობლემა გვაქვს, სამუშაო ადგილი არ არის ქვეყანაში, ამიტომ სამჯერ გაგიმეორებთ: როგორ აპირებთ სამუშაოა ადგილების შექმნას?! როგორ აპირებთ სამუშაო ადგილების შექმნას და კიდევ ერთხელ, როგორ აპირებთ სამუშაოა ადგილების შექმნას?! თქვენ ვიცე-პრემიერად დაასახელეთ ეკონომიკის მინისტრი, რომელმაც ასევე თქვენს გუნდთან ერთად, ივანიშვილთან ერთად მოიტანა უმუშევრობა, ემიგრაციაში ადამიანების წასვლა და უკიდურესი სიღარიბე. თქვენ ამაზე გვეუბნებით, რომ ეს ტემპი მოგწონთ და არაფრის შეცვლას აპირებთ, ამიტომ საზოგადოების, ხალხის მთავარი კითხვა თქვენთან - რის გაკეთებას აპირებთ, როგორ აპირებთ სამუშაო ადგილების შექმნას საქართველოში? აი, ეს არის ჩემი კითხვა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.